მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით - რობერტა მეცოლა

რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ქართველი ხალხის მიმართ, რომელთაც ევროპული მომავალი სურთ, მხარდაჭერას გამოხატავს.

საქართველოში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით, მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპარლამენტს ეს ესმის და ხედავს.

„თბილისო, ჩვენ გვესმის! ჩვენ გხედავთ!

ქუჩაში გამოსული ქართველები ოცნებობენ ევროპაზე.

ამაყად ფრიალებს ევროპის დროშა.

მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით“, – დაწერა რობერტა მეცოლამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები