დღეს ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების მეოთხე და საბოლოო დღეა. ევროპელმა ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ.
ევროპარლამენტის ოთხდღიან არჩევნებში, რომელიც ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყო, დაახლოებით, 361 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრა დღეს დასრულდება, როდესაც იტალიაში საარჩევნო უბნები დაიხურება.
წინასწარი გამოკითხვების თანახმად, უმსხვილეს ბლოკად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ დარჩება, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში თავის 176 ადგილს შეინარჩუნებს. მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები“ და „დემოკრატები“ მეორე ადგილს შეინარჩუნებენ, დაახლოებით 139 მანდატით, მაგრამ ცენტრისტული „განახლება“ და „მწვანეები“, სავარაუდოდ, მანდატებს დაკარგავენ.