ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთადერთი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.
“ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი წინ მიმავალი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოს ევროპული მომავალი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, - წერს ზურაბიშვილი.
Today's @Europarl_EN resolution leaves no doubt: Georgia's current authorities have no legitimacy. The only way forward for our country is new, free and fair elections. Georgia's European future must be decided by its people
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 13, 2025




























