მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპას 6 კვირის სამყოფი საავიაციო საწვავი აქვს – IEA

საავიაციო საწვავი

ევროპაში საავიაციო საწვავის დეფიციტი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, ფატიჰ ბიროლი აცხადებს, რომ თუ ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდება უახლოეს კვირებში არ აღდგება, ავიაკომპანიებს ფრენების გაუქმება მოუწევთ, რადგან ევროპას ამჟამად სულ 6 კვირის სამყოფი საავიაციო საწვავი აქვს.

მისი პროგნოზით, საწვავის დეფიციტის გამო, რეისების შეჩერების შესახებ ინფორმაცია მედიაში საკმაოდ მალე გავრცელდება.

საავიაციო სექტორში არსებული სტანდარტით, აეროპორტები და ავიახაზები, როგორც წესი, 6 კვირის სამყოფ მარაგს ფლობენ, თუმცა კონფლიქტის გახანგრძლივებამ სისტემაში არსებული ყველა დამატებითი რეზერვი უკვე ამოწურა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ალტერნატიულ მომწოდებლებს არ აქვთ საკმარისი რესურსი სპარსეთის ყურის ნაკადების ჩასანაცვლებლად, რაც ვითარებას განსაკუთრეით ამძიმებს.

ბიროლის შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი მდგომარეობა მსოფლიო ეკონომიკაზე, გლობალურ ზრდასა და ინფლაციაზე უმძიმეს გავლენას იქონიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები