მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე

მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ესტონეთი დააყენებს საკითხს განიხილონ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

"ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია. ერთ-ერთი, რაც ესტონეთმა შესთავაზა არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. მე არ ვამბობ, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა დავიწყოთ ეს პროცესი იმისთვის, რომ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს უდგას სათავეში, საკუთარ ხალხს ატყუებს და საჭიროა კურსი შეცვალონ. არ გვჯერა, რასაც საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება და ვაკვირდებით რაც რეალურად ხდება. ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს, რომ მივიღოთ მეტი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით", - ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს საკითხზე კომენტარი გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემაც. მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე მიიღო გარკვეული ზომები, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლა გააუქმა, აქ საუბარია საქართველოში გაცემულ დიპლომატიურ და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს გაუქმებაზე.

"სამწუხაროდ, ისინი [მთავრობა] პატივს არ სცემენ ხალხის ნებას, რასაც ვხედავთ ევროპული მომავლის, თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციების კუთხით. ლატვიამ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ატარებდნენ მშვიდობიან პროტესტის მონაწილეების მიმართ რეპრესიულ ზომებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამრიგად არის ზეწოლა და ასევე ღიაა კარი ევროპული მომავლისთვის თუ ხალხის ნებას პატივს სცემენ", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები