მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში აეროპორტის თანამშრომლები გაფიცვებს აანონსებენ - სად და როდის უნდა ველოდოთ შეფერხებას ივლისში?

ევროპა

სამუშაო ძალის გაფიცვა ევროპის მასშტაბით რეგულარული მოვლენაა - სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ადამიანები უკეთესი ხელფასისა და პირობების მოთხოვნით სამუშაო პროცესს აჩერებენ.

გაფიცვა ხშირად თვეებით ადრე ანონსდება, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც ეს სპონტანურად ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ, თუ ზაფხულში ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ, სასურველია, რომ, თარიღის მოახლოებასთან ერთად, ეს ინფორმაციაც გადაამოწმოთ.

გამოცემა Euronews-ი ივლისის თვეში დაანონსებული ყველა გაფიცვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ თუ გაფიცვის გამო ფრენა ან მატარებლის რეისი გადაიდო, მგზავრი ახალ ბილეთს ან კომპენსაციას მიიღებს.

იტალია

იტალიის მასშტაბით სხვადასხვა აეროპორტის თანამშრომლებმა საყოველთაო გაფიცვა 5 ივლისს დააანონსეს. გაფიცვა შეეხო ბოლონიის, კროტონის, მილანის, რომის, ვენეციის, ლემეცია-ტერმეს და რეჯიო-კალაბარას აეროპორტებს დღის სხვადასხვა საათში. უცხოური მედიითა და სოციალური ქსელებით დღევანდელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

სარკინიგზო ხაზების - Trenitalia, Italo და Trenord-ის თანამშრომლები 24-საათიან გაფიცვას 6-7 ივლისის შაბათ-კვირას აანონსებენ. ქვეყნის მასშტაბით რკინიგზის თანამშრომლები 21:00 საათიდან 1 დღით გაიფიცებიან, რის გამოც მოსალოდნელია რეისების გადადება ან გაუქმება.

თურქეთი

ანტალიის აეროპორტში საჰაერო ტრაფიკის კონტროლიორები არასათანადო ხელფასსა და სამუშაო პირობებს აპროტესტებენ, რამაც, შესაძლოა, რეისების გადავადება გამოიწვიოს. გაფიცვა 14 ივლისამდე გაგრძელდება და, მედიის ცნობით, დაგეგმილი ფრენების 50%-ზე მოახდენს გავლენას.

ირლანდია

ირლანდიაში 26 ივნისს დაწყებული პილოტების გაფიცვა დღემდე გრძელდება - კომპანია Aer Lingus-ის თანამშრომლები უარს აცხადებენ ზეგანაკვეთური საათების შესრულებაზე ან საკუთარი, უკვე არსებული განრიგის შეცვლაზე, რის გამოც უკვე გაუქმდა 7 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი 400-მდე ფრენა.

დიდი ბრიტანეთი

ლონდში, გეთვიკის აეროპორტის თანამშრომლები არასათანადო ხელფასს თვის ბოლოს გააპროტესტებენ. 300-მდე თანამშრომელი 12-14 და 18-21 ივლის გაიფიცებიან, რამაც, შესაძლოა, საბარგო კონტროლი შეაფერხოს. აეროპორტის თანამშრომლები ასევე აღნიშნავენ, რომ შესაძლოა გაფიცვა ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდეს.

საფრანგეთი

პარიზში CGT-RATP კავშირის წევრებმა 7-თვიანი გაფიცვა 5 ტებერვლიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში დააანონსეს, რა დროსაც შეფერხებით გადაადგილდებიან Ile-de-France ავტობუსები და მეტრო - მათ შორის, ზაფხულის ოლიმპიადის დროსაც.

ანონსის მიუხედავად, ფრანგულმა სენატმა 9 აპრილს სპეციალური განკარგულება მიიღო, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო გაფიცვა კონკრეტულ დღეებში აიკრძალა, რათა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიცაა Paris 2025 ოლიმპიადა, ხელი არ შეეშალოთ. განკარგულება ეროვნულ ასამბლეას ჯერ არ მიუღია, რის გამოც სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს პროტესტის გაფიცვით გამოხატვის უფლება, ჯერ ისევ აქვთ.

განახლებადი სიის სანახავად ეწვიეთ: Euronews-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები