მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ორწლიან მინიმუმამდე დაეცა

63bfad8496b05
გიორგი თოლორდავა
12.01.23 11:06
1633
ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასების შემცირების მკვეთრი ტენდენცია ისევ გრძელდება - ამჟამად მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება 65 ევროს შეადგენს, რაც ორწლიანი მინიმუმია. ერთთვიან ჭრილში გაზის ფასი ევროპაში 53%-ით შემცირდა, ხოლო ერთწლიან ჭრილში ბუნებრივი აირი 13%-ითაა გაიაფებული.

ევროპული გაზის ბენჩმარკის გარდა, მკვეთრადაა შემცირებული ბრიტანული ბუნებრივი აირის ფასიც, კერძოდ, ერთთვიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 53%-ს აღწევს.

ბოლო პერიოდში გაზის გაიაფება პირდაპირ კავშირშია ევროპის მასშტაბით ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებასთან, როგორც ჩანს, მიმდინარე ზამთარი მოსალოდნელზე უფრო ნაკლებად ცივი იქნება, რაც გაზზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის სტრატეგიული რეზერვები თითქმის სრულადაა შევსებული, რაც ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. საფრანგეთისა და ბრიტანეთის სტრატეგიული მარაგები სრულადაა შევსებული, გერმანიის - 97%-ით, ხოლო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი ამჟამად 93%-იან ნიშნულზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები