მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებით Tesla-ს BMW-მ გადაასწრო

tesla

პირველად ევროპაში, ელექტრომობილების ბაზრის ლიდერი ივლისის თვეში გერმანული მწარმოებელი BMW გახდა, რომლის ავტომობილებზეც მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, კონკურენტი ბრენდების მოდელებზე კი - შემცირდა.

Jato Dynamics-ის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით გასულ თვეს BMW-მ 14 869 ელექტრომობილი გაყიდა, 35%-ით უფრო მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამავე დროს, Tesla-ს გაყიდვები 16%-ით შემცირდა და 14 561 ერთეული ელექტრომობილი შეადგინა.

გაყიდვებში მესამე ადგილს Vokswagen-ი, 12 213 ერთეული ელექტრომობილით იკავებს, ხუთეულს კი Volvo და Audi ხურავენ.

Jato Dynamics-ის მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ ევროპელები ელექტრომობილებს უპირატესობას აღარ ანიჭებენ - მათი რეგისტრაციის მაჩვენებელი, 2023 წლის ივლისთან შედარებით, 6%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ თუ გაყიდვებს წლიურ ჭრილში განვიხილავთ, Tesla ბაზრის უპირობო ლიდერად 178 700 ერთეული ელექტრომობილით რჩება. ამ შემთხვევაში გერმანული BMW-ს შედეგი 97 525-ია, მესამე ადგილს კი Volkswagen-ი 88 445 ელექტრომობილით იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები