ევროკავშირის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად იზრდება - 24-საათიან ჭრილში გაზის ფასი საშუალოდ 7%-ითაა მომატებული; ერთთვიან პერიოდში კი ბუნებრივი აირის გაძვირების მაჩვენებელი 38%-ს აღწევს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, ევროპაში მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 54 ევროს შეადგენს, რაც თებერვლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
გაზის მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია ეგვიპტის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, კერძოდ, ეგვიპტიდან ევროკავშირის მიმართულებით გაურკვეველი ვადით შეიზღუდა თხევადი გაზის ექსპორტი, რაც რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან და ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის გამწვავებასთან არის დაკავშირებული.