მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება

CO

ევროკავშირის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულება მკვეთრად იზრდება - ერთთვიან ჭრილში გაზის ფასი საშუალოდ 22%-ითაა მომატებული; ერთწლიან პერიოდში კი ბუნებრივი აირის გაძვირების მაჩვენებელი 110%-ს აღწევს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ევროპაში მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 58.5 ევროს შეადგენს, რაც მიმდინარე წელს დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

ბუნებრივი აირის გაძვირების მიზეზს რაც შეეხება, ეს ყველაფერი, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული, რადგან აღნიშნული რეგიონი ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია.

ამასთან, 2025 წლის იანვრიდან ევროპაში უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი სრულად შეწყდა. საერთო ჯამში, ამ მარშრუტით ევროკავშირის საერთო მოთხოვნის 5% კმაყოფილდებოდა, განსაკუთრებით მაღალი დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში წარმოდგენილ სახელმწიფოებში იყო, მაგალითად, სლოვაკეთში, რომელსაც ალტერნატიულ მიმწოდებლებზე მოუწია გადართვა.

გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში გაზს სეზონური გაძვირება ახასიათებს, რადგან მასზე მოთხოვნა იზრდება, ეს კი ფასზე დადებითად აისახება. თანაც, 2025 წლიდან ევროკავშირში გაუქმდა ის ლიმიტი, რომელიც 2022 წლიდან მოქმედებდა და გაზის მოხმარებას ზღუდავდა. ამ ლიმიტის გაუქმებამ კი, თავის მხრივ, მოთხოვნის ზრდა და ბუნებრივი რესურსის გაძვირება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ გაზი მკვეთრადაა გაძვირებული, ევროკავშირში ენერგეტიკული კრიზისის დაწყების საფრთხე არ დგას, რადგან EU-ს სტრატეგიული რეზერვები და მარაგები თითქმის მაქსიმალურადაა შევსებული, რაც ზამთრის გადასალახად საკმარისზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები