მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთმა რუსული გაზის იმპორტი გაზარდა

64ac10db9a03e
გიორგი თოლორდავა
11.07.23 00:30
946
სანქციების და ბოიკოტის მიუხედავად, ესპანეთმა რუსული გაზის იმპორტი გაზარდა. მაისში ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის 28% სწორედ რუსეთის ფედერაციიდან იყო იმპორტირებული.

სართო ჯამში, ერთი თვის განმავლობაში ესპანეთმა რუსეთისგან 9.7 გიგავატი-საათის მოცულობის ბუნებრივი აირი შეისყიდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

ესპანეთის უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის რუსეთი მეორე ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე კი ალჟირია, საიდანაც გაზის იმპორტი ქვეყნისთვის ყველაზე იაფია.

ესპანეთის ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, თხევად მდგომარეობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალული არ არის და ამით ესპანეთი სანქციებს არ არღვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები