ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.
"ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო - ადამიანების უფლებები სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება იქ მხოლოდ მცირდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს როგორ უგულებელყო მსოფლიომ საქართველოსთვის დახმარების საჭიროება რუსეთის თავდასხმის შემდეგ.
მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს და არ შეიძლება ევროპამ დაუშვას მოლდოვის დაკარგვაც", - განაცხადა ზელენსკიმ.




























