მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში წყალბადის ექსპორტს ვგეგმავთ - ალიევი

646cd19f22f2c
მარიამ ვარადაშვილი
23.05.23 18:48
719
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ევროპაში წყალბადის ექსპორტს გეგმავენ. ვილნიუსში გამართულ აზერბაიჯანი-ლიეტუვის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას ალიევმა ბუნებრივი გაზის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის გეგმაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, 2027 წლისთვის ევროპაში აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მოცულობა მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

“მიმდინარე წელს ევროპაში გაზის ექსპორტის მოცულობა 12 მილიარდ კუბუტ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო ეს რიცხვი 2027 წლისთვის მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი იქნება",-თქვა მან.

სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ევროპისთვის სანდო მიმწოდებელია, როცა საქმე ეხება ნავთობს გაზს თუ ელექტროენერგიას.

“ევროპაში წყალბადის, მათ შორის “მწვანე წყალბადის" ექსპორტს ვგეგმავთ და ეს ევროკავშირთან ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილია”,-თქვა მან.

2022 წლის ივნისში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გაზის იმპორტის საკითხზე ხელმოწერილ მემორანდუმი 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები