მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ევროპელები ან გავერთიანდებით, ან აღარ ვიარსებებთ” - დონალდ ტუსკი

პოლონეთი

პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპელ კოლეგებს აქამდე არნახული ერთიანობისაკენ მოუწოდა და თქვა, რომ თუ კონტინენტური მოკავშირეები ძალებს თავს არ მოუყრიან, “აღარ იარსებებენ”. ტუსკის შეფასებით, ამჟამად ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა სისუსტე და დაქსაქსულობაა. ქვეყნის ლიდერმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააჟღერა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო დააკავა და დანიის სამეფოს შემადგენლობაში არსებული გრენლანდიის შემოერთებაზე განცხადებები განაახლა.

“ევროპამ უნდა დაიჯეროს საკუთარი სიძლიერის, განაგრძოს საკუთარი თავის შეიარაღება და შეახსენოს ყველას, რომ აქ ყველა ერთისთვისაა, ერთი კი ყველასთვის” - თქვა ტუსკმა. პოლონეთის ლიდერმა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ევროპის მდგრადობისა და სანდოობის საუკეთესო გამოცდად შეაფასა და თქვა, რომ კონტინენტმა თავისი სიძლიერე მსოფლიო სცენაზე სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის შემოერთების საკითხი დღის წესრიგში ისევ დააყენა და თქვა, რომ საკითხს შტატები “ორ თვეში დაუბრუნდება”. უცნობია, რა იგულისხმა ქვეყნის ლიდერმა, თუმცა ცნობილია, რომ ტრამპი დანიის სამეფოს საკუთრებაში მყოფი უზარმაზარი კუნძულის შემოერთებას უკვე მეორე საპრეზიდენტო ვადაა ცდილობს. თავდაპირველად ის ოფიციალურ ნუუკსა და დანიის ხელისუფლებას თანხის გადახდას სთავაზობდა, თუმცა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისა და გამარჯვების შემდეგ ტრამპმა უფრო ხისტ პოლიტიკას მიმართა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია სტრატეგიული ინტერესებისთვის სჭირდება, ამიტომაც მას “ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები