მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპელი ტურისტები ფიქრობენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის”-”ღვინის ეზო N1”

644bc000dd35b
ანუკა ჯოხაძე
29.04.23 19:27
3880
„ღვინის ეზო N1”-ის დამფუძნებელ თიკა დუღაშვილის აზრით, საქართველოს ტურისტულ იმიჯზე მუშაობა გასააქტიურებელია. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ევროპელი ტურისტებისთვის, რომლებზეც ქვეყანა აქცენტს უნდა აკეთებდეს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არ აღიქმება.

“აუცილებელია, რომ საქართველომ ისეთი იმიჯი შეინარჩუნოს, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა. ამის გამო ძალიან გვეშლება ხელი. განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის ნაწილში.

ისინი ფიქრობენ, რომ ეს არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ძალიან დიდი კამპანიები არის ჩასატარებელი ამ მიმართულებით, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო", - ამბობს „ღვინის ეზო N1”-ის დამფუძნებელი თიკა დუღაშვილი.

ევროპიდან ტურისტების კლების მიზეზებზე რამდენიმე კვირის წინ BMG-სთან სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმაც ისაუბრა. "ჯგუფური ტურიზმი მთლიანად შეწყვეტილია - ევროპიდან ძირითადად ინდივიდუალურად მოდიან, რაც გამოწვეულია ომის ფაქტორით, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს და მჯერა, მალე გაიმარჯვებს, ევროპიდან ბევრ ტურისტულ ჯგუფს ველოდებით", - თქვა მან.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 845,332 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წელთან შედარებით 84%-ით მეტია. ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთია (256 787 ვიზიტორი), მეორეზე- თურქეთი - (216 391 ვიზტორი), მესამეზე კი სომხეთი - (182 543 ვიზიტორი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები