მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპელთა 75% პოლიციაში და ჯარში AI-ის გამოყენებას მხარს უჭერს

AI /  ჯარი

როგორც IE University-ის უახლესი კვლევიდან ხდება ცნობილი, ყოველი ოთხი ევროპელიდან სამი პოლიციის და ჯარის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ეთანხება. ამ შემთხვევაში, AI-ის ფუნქციონალს შორის სახის ამომცნობი ტექნოლოგიების და ბიომეტრიული ინფორმაციის გამოყენება იგულისხმება, ანუ კვლევის შედეგი, გარკვეულწილად, მოულოდნელია, რადგან ევროკავშირში, როგორც ცნობილია, პირადი მონაცემების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოთი, GDPR-ის რეგულაციით კონტროლდება.

თუ პოლიციაში და ჯარში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, ევროპელები გაცილებით მჭიდროდ უჭერენ მხარს AI-ის გამოყენებას საჯარო სტრუქტურებში, მაგალითად საგზაო მოძრაობის ოპტიმიზაციის მიმართულებით.

თუმცა, მეტად მგრძნობიარე საკითხების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, AI-ის გამოყენება სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, ევროპელთა უმეტესობა ნეგატიურადაა განწყობილი. გამოკითხულთა უმეტესობას ასევე აშინებს ხელოვნური ინტელექტის გზით საარჩევნო პროცესის მანიპულირება, ხოლო კვლევაში მონაწილეთა მესამედი ფიქრობს, რომ მსგავსი ჩარევა უკვე შედგა.

IE University-ის კვლევაში საინტერესო დემოგრაფიულ დეტალსაც ვხვდებით, რომლის თანახმად ახალგაზრდები ხელოვნური ინტელექტის მიმართ გაცილებით დადებითაც არიან განწყობილნი, ვიდრე ევროპის ასაკიანი მოსახლეობა. 18-დან 34 წლამდე ასაკის მოსახლეობის მესამედის განცხადებით, ისინი მზად არიან AI-აპლიკაცია გამოიყენონ, რომელიც პოლიტიკოსებს ხმას მათ ნაცვლად მისცემს. 35-დან 44 წლამდე კატეგორიაში ეს მაჩვენებელი 29%-ია, 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში კი ასე მხოლოდ 9% ფიქრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები