ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ინვესტორები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ECB-მა დაგეგმილ 0.50%-იან გამკაცრებაზე უარი თქვას და უპრეცედენტოდ აგრესიული, 75-საბაზოპუნქტიანი გამკაცრების პოლიტიკა აირჩიოს.
აღნიშნული სცენარის განვითარების შემთხვევაში, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 0-დან 0.75%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, რაც ბოლო ათწლეულის უმაღლესი მაჩვენებელი იქნება.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ევროპის მასშტაბით რეკორდულად გაზრდილ ინფლაციასთან.
დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შესახებ BMG-ის მკითხველი კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჯაროებისთანავე მიიღებს.




























