მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის დღის აღსანიშნავად, 11 მაისს თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

სს
09.05.24 19:30
217

11 მაისს, დილის 11 საათიდან, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში (აკაკი წერეთლის გამზ. 118) ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებაზე დასასწრებად, მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. აკრედიტაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3QDvb4q

დღის წესრიგი მედიის წარმომადგენლებისთვის:

  • მედია მოწვეულია 10:00 საათიდან
  • ელჩის მიერ გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება 11:00 საათზე, მე-4 პავილიონში


ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

  • მე-4 და მე-5 პავილიონებში ევროპის გუნდის სივრცე იქნება მოწყობილი. აქ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური სამსახურის წარმომადგნლები, მათი ქვეყნების განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების შესახებ მოგაწვდიან ინფორმაციას. გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული წარმოდგენები.
  • მე-3 პავილიონში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
  • მე-6 პავილიონში აქტუალურ საკითხებზე, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად, პანელური საუბრები გაიმართება, რომლის წამყვანი და მოდერატორი დავით გორგილაძე იქნება. საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ევროკავშირის ღირებულებები, განათლება, დემოკრატია, კულტურა და გარემოსდაცვითი საკითხები, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
  • მე-11 პავილიონში ევროკავშირის სივრცე მოეწყობა. სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებისგან, პროექტების საქმიანობისა და შედეგების შესახებ შეძლებთ ინფორმაციის მიღებას.
  • გარე სივრცე აგრომარკეტს დაეთმობა, სახელწოდებით უნიკალური ქართული გემო“, სადაც ევროკავშირის პროექტების მიერ მხარდაჭერილი ფერმერები და მეწარმეები საკუთარ ღვინოს, ყველს და სხვა პროდუქტებს წარმოადგენენ. გაიმართება დაგემოვნებაც.
  • გარე სივრცეში მოწყობილ კარავში თოჯინების თეატრი მოეწყობა და გაიმართება წარმოდგენა „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები