მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპის გამოწვევები საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით" - საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით სემინარი გაიმართა

ევროკავშირი მიგრაცია

2026 წლის 23 ივნისს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ევროპული სემინარი, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არალეგალური მიგრაციის საკითხებს.

ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ღონისძიებას, რომელიც გახსნეს საფრანგეთის ელჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროკავშირის დელეგაციის შესაბამის ატაშეებთან ერთად ესწრებოდნენ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს და შენგენის ზონის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, შვეიცარია) წარმომადგენლები, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, საკონსულო სამსახურების წარმომადგენლები და პოლიტიკური მრჩევლები. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდა სააგენტო Frontex.

"საქართველოსა და შენგენის ზონას შორის არსებული თავისუფალი მიმოსვლის კონტექსტში, მონაწილე წევრმა სახელმწიფოებმა წარმოადგინეს ანგარიში მიგრაციისა და უსაფრთხოების დარგში მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, რომელიც ასახავდა 2025 წლის მეორე ნახევრიდან ზრდის ტენდენციას და ერთხმად აღნიშნეს ახალი, ერთობლივი ინიციატივების განხილვის აუცილებლობა, უსაფრთხოების ამ გამოწვევებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით", - წერია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები