მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის მოედანზე „რუსული კანონის“ საპროტესტო აქცია იმართება

აქცია

ევროპის მოედანზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. თბილისში სამი ლოკაციიდან - რესპუბლიკის და მარჯანიშვილის მოედნებიდან და მეტრო „300 არაგველიდან“ „ევროპის მარშის“ მონაწილეები სწორედ ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ და გაერთიანდნენ.

საბოლოო ლოკაციაზე მოწყობილ სცენაზე ამ დროისთვის საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიან, რომლებიც გმობენ „რუსულ კანონს“ და უარს ეუბნებიან ყველაფერს, რაც ქვეყნის ევროპისკენ სვლას უშლის ხელს.

მწერალმა ლაშა ბუღაძემ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და კვირას - 12 მაისს 22 საათზე ახალი აქცია დააანონსა „გავათენოთ საქართველოსთვის“. ბუღაძის თქმით, ისინი საღამოს 10 საათზე შეიკრიბებიან და დილამდე პარლამენტის წინ დარჩებიან, რადგან ორშაბათის დილას პარლამენტში „რუსული კანონის“ იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვა დაიწყება.

საპროტესტო აქციას ქართველი მუსიკოსები, მუსიკალური ნომრებით აფორმებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები