მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ქვეყნები, რომლებსაც ტურისტები თითქმის არ სტუმრობენ - TOP 5

სან მარინო

იმ ფონზე, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - როგორებცაა საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი - ჭარბი ტურიზმი (ე.წ. Overtourism) იზრდება, მოგზაურები ისეთ მიმართულებებს ეძებენ, სადაც ხალხმრავლობას თავს აარიდებენ.

ამ ტენდენციას ძირითადად "თაობა Z" და მილენიალები განაპირობებენ, რომლებსაც მოგზაურობისას ავთენტური გამოცდილების აღმოჩენა სურთ. ეს შეიძლება იყოს პოპულარული საკურორტო ადგილების ნაკლებად ცნობილი ალტერნატივები, ან ტურისტული მარშრუტებიდან მოშორებული ადგილები, რომლებიც ფოკუსირებულია ადგილობრივ თემებსა და ბუნების კონსერვაციაზე.

ამ ცვლილებას კიდევ ერთი ფაქტორი - უფრო ხელმისაწვდომი (იაფი) ადგილების ძიებაც უწყობს ხელს.

ევროპის რომელ ქვეყნებს სტუმრობს ყველაზე ნაკლები ტურისტი?

მოლდოვა

მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად მონახულებადი და ბიუჯეტური ქვეყანაა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2025 წელს მას მხოლოდ 525 100-მდე ტურისტი ეწვია.

ქვეყანას საბჭოთა, ლათინური, სლავური და რუმინული კულტურის უნიკალური ნაზავი აქვს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის არქიტექტურაში.

ლიხტენშტაინი

ლიხტენშტაინი ევროპის კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან ცოტა ვიზიტორი ჰყავს. Planet of Hotels-ის მონაცემებით, 2022 წელს მას მხოლოდ 85 000-მდე ტურისტი ეწვია.

ლიხტენშტაინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ერთ-ერთია იმ ორი ქვეყნიდან, რომელიც ორმაგად არის ჩაკეტილი ხმელეთით და მხოლოდ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს ესაზღვრება.

სან-მარინო

მიუხედავად იმისა, რომ სან-მარინო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მიკროსახელმწიფო და მსოფლიოში უძველესი რესპუბლიკაა, რომელიც იტალიითაა გარშემორტყმული, მას მაინც ძალიან ცოტა ტურისტი სტუმრობს. Visit San Marino-ს მონაცემებით, 2025 წელს ტურისტების რაოდენობამ მხოლოდ 2 მილიონს გადააჭარბა.

ეს ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მიკროსახელმწიფოა და ადრიატიკის ზღვისა და იტალიური სოფლების დრამატულ პანორამულ ხედებს გვთავაზობს.

კოსოვო

კოსოვო, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა, ჯერ კიდევ არ მოხვედრილა ტურისტული მარშრუტების ყურადღების ცენტრში. ის დრამატული მთების, ცოცხალი კაფე-კულტურისა და მდიდარი ოსმალური ისტორიის უნიკალურ სინთეზს გვთავაზობს. სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს კოსოვოს 463 092 ტურისტი ეწვია.

ჩრდილოეთ მაკედონია

მიუხედავად იმისა, რომ იუნესკოს სიაში შეტანილი ადგილების (მაგალითად, ოჰრიდის ტბის) მიმართ ინტერესი ბოლო წლებში იზრდება, მთლიანობაში ჩრდილოეთ მაკედონიას ჯერ კიდევ ცოტა ტურისტი სტუმრობს. სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ჩათვლით ქვეყანას დაახლოებით 1.2 მილიონი ტურისტი ეწვია.

ჩრდილოეთ მაკედონია გვთავაზობს ულამაზეს ბუნებას, ბალკანურ ისტორიასა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. დედაქალაქი სკოპიე თანამედროვე და ოსმალური სტილის არქიტექტურის მიქსი და ამავდროულად დედა ტერეზას დაბადების ადგილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები