მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპის ქვეყნები, სადაც მინიმალური ხელფასი ყველაზე მაღალი/დაბალია

ხელფასი

Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვიური დარიცხული (Gross) მინიმალური ხელფასი 620 ევროდან (ბულგარეთი) 2 704 ევრომდე (ლუქსემბურგი) მერყეობს.

მინიმალური ხელფასი 2 000 ევროს ხუთ ქვეყანაში აღემატება. მათ შორისაა ლუქსემბურგი, ირლანდია, გერმანია, ნიდერლანდები და ბელგია.

Eurostat მინიმალურ ხელფასებს სამ კატეგორიად ყოფს: 1,500 ევროზე მეტი, 1,000-დან 1,500 ევრომდე და 1,000 ევროზე ნაკლები.

აღსანიშნავია, რომ EU-ს 5 ქვეყანაში: დანია, იტალია, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი - მინიმალური ხელფასი კანონით განსაზღვრული არ არის.

ამასთან, Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის 22 ქვეყანაში დაახლოებით 12.8 მილიონი დასაქმებული იღებს მინიმალურ ხელფასს ან უფრო ნაკლებს. მიუხედავად ამისა, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, მინიმალური ხელფასის მიმღებთა დაახლოებით მესამედს, 2025 წლის ივლისთან შედარებით, ანაზღაურება არ გაზრდია.

Eurostat-ი გვთავაზობს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში არსებულ მონაცემებსაც. თუმცა, მათ შორის ბოსნია-ჰერცოგოვინა და საქართველო ნახსენები არაა.

მინიმალური ხელფასი ევროკავშირის (და მის კანდიდატ) ქვეყნებში: ევრო/2026

  1. ლუქსემბურგი - 2,704
  2. ირლანდია - 2,391
  3. გერმანია - 2,343
  4. ნიდერლანდები - 2,295
  5. ბელგია - 2,112
  6. საფრანგეთი - 1,823
  7. ესპანეთი - 1,381
  8. სლოვენია - 1,278
  9. ლიეტუვა - 1,153
  10. პოლონეთი - 1,139
  11. კვიპროსი - 1,088
  12. პორტუგალია - 1,073
  13. ხორვატია - 1,050
  14. საბერძნეთი - 1,027
  15. მალტა - 994
  16. ჩეხეთი - 924
  17. სლოვაკეთი - 915
  18. ესტონეთი - 886
  19. უნგრეთი - 838
  20. რუმინეთი - 795
  21. ლატვია - 780
  22. სერბეთი - 744
  23. მონტენეგრო - 670
  24. თურქეთი - 654
  25. ბულგარეთი - 620
  26. ჩრდ. მაკედონია - 586
  27. ალბანეთი - 517
  28. მოლდოვა - 319
  29. უკრაინა - 173

ქვეყნებს შორის მინიმალური ხელფასების შედარებისას მნიშვნელოვანია მსყიდველობითი უნარის სტანდარტების (PPS) გათვალისწინება, რადგან ცხოვრების ღირებულება ყველგან განსხვავებულია. მსყიდველობით უნარზე კორექტირების შემდეგ, ქვეყნებს შორის სახელფასო სხვაობა გაცილებით მცირდება, ვიდრე ეს ნომინალურ მაჩვენებლებში ჩანს.

PPS გვთავაზობს უფრო სამართლიან შედარებას ხელოვნური ვალუტის გამოყენებით, რომელიც ასახავს, თუ რისი ყიდვა შეუძლიათ რეალურად ადამიანებს თითოეულ ქვეყანაში. ეს მეთოდი ათანაბრებს რეალურ მსყიდველობით უნარს ვალუტის მკაცრ ნომინალურ ღირებულებასთან შედარებით.

ერთი PPS არის ხელოვნური სავალუტო ერთეული, რომლითაც, თეორიულად, ყველა ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების იდენტური კალათის შეძენაა შესაძლებელი.

ამის გათვალისწინებით, ევროკავშირის 22 ქვეყანაში, PPS-ის თვალსაზრისით, მინიმალური ხელფასი 886-დან (ესტონეთი) 2 157 (გერმანია) ევრომდე მერყეობს.

მინიმალური ხელფასი ევროკავშირის (და მის კანდიდატ) ქვეყნებში: ევრო/PPS

  1. გერმანია - 2,157
  2. ლუქსემბურგი - 2,035
  3. ნიდერლანდები - 1,979
  4. ბელგია - 1,812
  5. ირლანდია - 1,732
  6. საფრანგეთი - 1,639
  7. პოლონეთი - 1,545
  8. ესპანეთი - 1,519
  9. სლოვენია - 1,417
  10. ლიეტუვა - 1,413
  11. ხორვატია - 1,377
  12. რუმინეთი - 1,279
  13. პორტუგალია - 1,234
  14. საბერძნეთი - 1,194
  15. კვიპროსი - 1,173
  16. უნგრეთი - 1,111
  17. სერბეთი - 1,105
  18. მალტა - 1,085
  19. სლოვაკეთი - 1,080
  20. ჩრდ. მაკედონია - 1,069
  21. თურქეთი - 1,062
  22. მონტენეგრო - 1,058
  23. ბულგარეთი - 1,039
  24. ჩეხეთი - 1,009
  25. ლატვია - 954
  26. ესტონეთი - 886
  27. ალბანეთი - 708

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები