მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში ე.წ რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა

რუსული კანონი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) პოზიციაც წარადგინა.

საიას განცხადებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ევროპულ სასამართლოში წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია, რომელშიც რუსული კანონის საქმეს აფასებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების კონტექსტში იმ შემზღუდავი ღონისძიებების ფონზე, რამაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების სივრცე შეავიწროვა.

"კომისარი წერილობით პოზიციაში განმარტავს, რომ რუსული კანონის მიღება წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების ფართო შეზღუდვების კომპონენტს.

მასტიგმატიზირებელ იარლიყთან დაკავშირებით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ - კომისარი უთითებს, რომ ტერმინი არის რუსეთში გამოყენებული „უცხოეთის აგენტის“ იარლიყის მსგავსი, რაც სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა", - აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაციის განცხადებითვე, კომისრის მიერ წარდგენილი პოზიცია ემთხვევა მომჩივნების მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, რომ:

  • რუსული კანონი ფართო დისკრეციას ანიჭებს სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი იუსტიციის სამინისტროს და კანონში გამოყენებული ტერმინები იმდენად ვრცელი და განუსაზღვრელია, რომ ბუნდოვანია ვინ ექცევა მისი მოქმედების ფარგლებში;
  • საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალდებულებს ანგარიშგებას, მათ შორის, დაფინანსების წყაროების შესახებ, რაც ბუნდოვანს ხდის კანონის მიზანს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამატებითი რეგულირების შემოღების საჭიროებას;
  • კანონი აწესებს რეგისტრაციისა და ინფორმაციის გამჟღავნების მძიმე და რთულ პროცედურებს;
  • კანონი მიზნად ისახავს კონკრეტული ჯგუფისადმი განსხვავებულ მოპყრობას მაშინ, როცა არ არსებობს ამის გამამართლებელი საფუძვლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები