მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის შრომით ბაზარზე კონკურენცია იზრდება - რომელი პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი?

linkedin

ბიზნესისა და დასაქმების სოციალურმა პლატფორმა LinkedIn-მა ახალი კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპის შრომითი ბაზრის მიმდინარე ტენდენციებია განხილული. კვლევის შედეგებს Euronews-ი აქვეყნებს.

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ევროპის მასშტაბით სამუშაო ბაზარი სწრაფ ტრანსფორმაციას გადის, სამუშაო ადგილებზე დასაქმებისთვის კონკურენცია კი, ახალი პროფესიების გაჩენასთან ერთად, სულ უფრო იზრდება და ბოლო წლის განმავლობაში გაორმაგდა კიდეც. LinkedIn-ის ინფორმაციით, პოზიციები, რომლებზეც მოთხოვნა დღითი დღე უფრო იზრდება, მდგრადობასთან, ხელოვნურ ინტელექტსა და ბიზნესის განვითარებასთანაა დაკავშირებული.

დასაქმების პლატფორმამ კვლევა მათი მომხმარებლების მონაცემებზე დაყრდნობით აწარმოვა. კერძოდ, ანალიზის საგნად იქცნენ სამსახურები, რომლებიც მათმა მილიონობით მომხმარებლებმა 2019 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისამდე დაიწყეს - რის შემდეგაც თითოეული პოზიციის ზრდის ტემპი გამოთვალეს. კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელი პროფესიონალების 67% 2024 წელს სამუშაო ადგილის შეცვლას განიხილავს. მათი 37% საყოფაცხოვრებო ხარჯების კრიზისის დროს მაღალ შემოსავალს ეძებს, 19% კი სამსახურის შეცვლის მიზეზად კარიერულ წინსვლას ასახელებს.

LinkedIn-ის ანგარიშის თანახმად, თუ 2022 წელს თუ ერთ ვაკანსიაზე საშუალოდ ორი აქტიური აპლიკანტი მოდიოდა, ახლა ეს მდგომარეობა შეიცვალა და ერთ სამუშაო ადგილზე, საშუალოდ, დასაქმების 4 მსურველი მოდის.

ყველაზე სწრაფად მზარდი პროფესიების დასახელებები ქვეყნიდან ქვეყნამდე იცვლება, თუმცა საერთო ტენდენცია აჩვენებს, რომ კიბერუსაფრთხოების, მდგრადობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლებზე მოთხოვნები იზრდება. ყველაზე მოთხოვნადი კი მდგრადობის მენეჯერის, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერისა და კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსის პოზიციებს.

ანგარიშში ასევე განხილულია გამოწვევები, რომლებიც შრომით ბაზრის სწრაფ განვითარებას ახლავს თან. იმის გამო, რომ პროფესიები, რომლებიც დღეს აქტუალურია, 20 წლის წინ საერთოდ არ არსებობდნენ, პროფესიონალ კადრთა უმრავლესობას გამოცხადებულ პოზიციებზე საკუთარი უნარების მორგება უჭირთ. ამავდროულად, დამსაქმებელთა 55% აღნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტი ნებისმიერ სექტორში კვლავ პრობლემაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები