მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთის შემცირებას გააგრძელებს – ვიცე-პრეზიდენტი

ECB ლუის

ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ლუის დე გინდოსის თქმით, ინფლაციური დამაკმაყოფილებელი მოლოდინების ფონზე, ECB მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას და განაკვეთის შემცირებას გააგრძელებს.

მიმდინარე წლის განმავლობაში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უკვე განახორციელა 3 ინტერვენცია, რომელთა წყალობით, რეფინანსირების განაკვეთი 3.4%-მდე შემცირდა.

ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 3.4%-იან ნიშნულამდე ბოლოს ოქტომბერში შეამცირა.

როგორც ECB-ის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, ინფლაცია სამიზნე 2%-ის ფარგლებში სტაბილურდება, რაც უწყებას განაკვეთის დამატებით შემცირების საშუალებას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები