ევროპის ცენტრალური ბანკი მსხვილ ევროპულ საბანკო ორგანიზაციებს, UniCredit-სა და Raiffeisen-ს რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ცნობილია, მარეგულირებელსა და ბანკების ხელმძღვანელებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც სწორედ რუსეთისგან დისტანცირების საკითხი იყო განხილული.
მართალია, ევროპულ კომპანიებს რუსეთის ბაზრიდან გასვლის პირდაპირი ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, ECB-ის მიაჩნია, რომ სანქციების არარსებობის მიუხედავად, ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს.
ავსტრიული და იტალიური ბანკების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნიდან გასვლის და აქტივების გასხვისების პროცესი დაწყებულია, თუმცა ამას, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს, ამიტომ მარეგულირებელმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს, მანამდე კი ბანკები ისევ უწყვეტად განაგრძობენ რუსი კლიენტების მომსახურებას.