მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

ლაგარდი ECB

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 3.4%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის შეფასებით, ევროზონის ინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და 2025 წელს, ის სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გლობალური საფინანსო ბაზრებისა და ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს, რადგან ის ECB-ის შემსუბუქების სტრატეგიის ამოქმედებაზე და კრედიტის გაიაფებაზე მოასწავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები