მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის წყლების ნახევარზე მეტი ცუდ ეკოლოგიურ მდგომარეობაშია - EEA-ს ანგარიში

ევროპა

ევროპაში წყლის დაბინძურება უფრო და უფრო მწვავდება, მდინარეების, წყლებისა და სანაპიროების 62% კი ცუდ ეკოლოგიურ მდგომარეობაშია, როცა 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 40% იყო - ამის შესახებ ევროკავშირის გარემოს სააგენტოს (EEA) ანგარიშშია საუბარი.

EEA-ს ანგარიში, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ქვეყნდება, ევროპის გარემოს, კლიმატისა და მდგრადობისთვის ერთგვარ შემოწმებას წარმოადგენს და წლევანდელ ანგარიშში მთავარი აქცენტი წყლის სავალალო მდგომარეობაზეა.

ანგარიშის თანახმად, ევროპული მდინარეებისა და ტბების მხოლოდ 37% იმსახურებს “კარგ” და “მაღალ” ეკოლოგიურ სტატუსს, რაც კანონმდებლებს უბიძგებთ, დროული რეაგირება იქონიონ წყლების მიკროპლასტმასით დაბინძურების მაღალ დონეზე.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ ევროპის ტერიტორიის 30% გვალვის რისკის ქვეშ ექცევა, ევროკავშირის მოსახლეობის 34% კი სამომავლოდ გვალვის რისკის წინაშე დადგება.

წყლის სტრესის და ბიომრავალფეროვნების დანაკარგების მთავარ მიზეზად სოფლის მეურნეობა სახელდება. კვლევაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონების შეუსრულებლობის შედეგად, ჰაერისა და წყლის დაბინძურების, ბუნების დეგრადაციისა და ნარჩენების გამო ევროკავშირისთვის ზარალი წელიწადში 180 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

ევროკავშირმა უკვე მიიღო ცვლილება წყლის წესების კანონში, რომელიც კომპანიებს, რომლებიც სუფთა წყალს ყველაზე მეტად ფლანგავენ, ამ დანაკარგის სულ მცირე 80%-ის ანაზღაურება ევალებათ. მიუხედავად ამისა, კვლევამ გამოავლინა, რომ წყლის დაბინძურება დასაბამიდანვე უნდა აღმოიფხვრას და ამ პროცესის გადავადება არ შეიძლება, რადგან საქმე ადამიანთა ჯანმრთელობას ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები