მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპისგან ყველაზე მეტად ცოდნის წამოღება გვჭირდება - მიხო სვიმონიშვილი

ბიზნესმენი

„მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი ქართველ ხალხს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებით რეკომენდაციას ულოცავს.

„აქამდეც ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლებოდა ევროპისგან და მომავალშიც შესაძლებელი იქნება“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას.

ბიზნესმენის აზრით, ევროკავშირთან ინტეგრაცია ქვეყანაში ცოდნის იმპორტს გაამარტივებს.

„ევროპა მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი და ყველაზე მსყიდველუნარიანი ბაზარია. ჩემი აზრით, ევროპისგან ყველაზე მეტად ცოდნის წამოღება გვჭირდება. ალბათ ეს პროცესი ქვეყანაში ტექნოლოგიების და ცოდნის შემოტანას გაამარტივებს“, - განაცხადა მიხო სვიმონიშვილმა.

„მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია: სს „წყალი მარგებელი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, კომპანია „მარნეული აგრო“ და სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები