ევროპარლამენტის დეპუტატი, მიხალ შჩერბა ევროკავშირს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი X-ზე წერს.
"აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
ევროპულ საბჭოს დრო ეწურება! არ შეგვიძლია, ქართველი ხალხს იმედები გავუცრუოთ მათ სვლაში ევროპული მომავლისა და სამართლიანი ხელახალი არჩევნებისკენ.
ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია აგვიანებს", - წერს მიხალ შჩერბა.
🇬🇪US slapped sanctions on Ivanishvili! @EUCouncil is running out of time❗️We cannot let the Georgian people down in their pursuit of 🇪🇺 future and a fair rerun of the elections.
— Michał Szczerba (@MichalSzczerba) December 27, 2024
Sanctions against Ivanishvili and his cronies are long overdue! @kajakallas @MartaKosEU
ბიძინა ივანიშვილის სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. აშშ-ის სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.




























