მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპული CoinShares ამერიკულ ბირჟაზე გამოჩნდება

coinshares

კრიპტოინდუსტრიის ევროპული გიგანტი CoinShares-ი ამერიკულ Nasdaq-ის ბირჟაზე განთავსებას გეგმავს. კომპანიამ Vine Hill Capital Investment-თან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სპეციალური დანიშნულების შესყიდვის კომპანიის, ანუ SPAC-ის გარიგება გააფორმა.

კომპანიის განცხადებით, CoinShares-ი, რომელიც 6 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების აქტივებს მართავს, ამ ნაბიჯით გლობალურ ბაზარზე პოზიციების გამყარებას ცდილობს.

ცხადია, SPAC-შერწყმის პროცესი კომპანიის საჯარო სტატუსის გაფართოებას და ამერიკული კაპიტალის მოზიდვას ითვალისწინებს.

კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლები ამ მოვლენას ბაზრის მომწიფების ნიშნად მიიჩნევენ, ხოლო CoinShares-ის ხელმძღვანელობა აშშ-ის ბაზარზე შესვლას სტრატეგიულ გამარჯვებად ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები