მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული ღირებულებებისადმი თქვენი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებელია - ცაჰკნა

მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე საქართველოში პროტესტის დაწყების ერთი წლის თავს ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული ღირებულებების მიმართ შთამაგონებელია.

"დღეს შესრულდა ერთი წელი საქართველოში მასობრივი პროტესტების დაწყებიდან. ათასობით მოქალაქემ მამაცურად დაიცვა საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული გზა. თქვენი გამძლეობა, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებელია და შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სული ვერასოდეს იქნება ჩახშობილი. ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს თქვეს მისწრაფებებს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

2024 წლის 28 ნოემბერს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამას ქვეყნის მასშტაბით აქციები მოჰყვა, რაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღემდე გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები