მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპული ღირებულებები კარგად ვიცი, მაგრამ მიუღებელია როცა გეუბნებიან, რომ შენ უნდა იყო მონა და დადგე ცალ ფეხზე“

6414042df1a50
ინგა მურუსიძე
17.03.23 10:07
893
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისივე თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია.

კალაძის თქმით, გეგმის შესრულებაში ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული, თუმცა ასე არ არის.

„რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი და თანმიმდევრულად მივყვებით, რომ ეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შესრულდეს. ამ გეგმის დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე მიმართულება და ესეც, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სტატუსი მივიღოთ, თუმცა აქ არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვს გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანს, ე.წ. მეგობრებს, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან ეს ხელისუფლება მათთვის მისაღები არ არის ერთი მიზეზის გამო: გეტყვიან ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე, ჩვენ კი ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ, არც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ტრადიციებს და ქვეყანას“, - თქვა კახა კალაძემ.

მერი ამბობს, რომ ძალიან კარგად იცის რა ცივილიზაციის შემოტანა შეუძლია ევროპას, თუმცა მონობისკენ მოწოდება მიუღებელია.

„ჩვენ სიამაყით ვემსახურებით ხალხს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი. მთელი ჩემი ცხოვრება, წარსული, წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, ვიცი, რამხელა ცივილიზაციის მოტანა შეუძლია ევროპულ განვითარებას, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ უნდა იყო მონა და დადგე ცალ ფეხზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.