მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპული გზა მნიშვნელოვანია, რათა ადამიანების ცხოვრება მალე გაუმჯობესდეს - ბაკურ სულაკაური

ბაკურ სულაკაური

მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებლის ბაკურ სულაკაურის აზრით, იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება ყველა ასპექტით საგრძნობლად და მალე გაუმჯობესდეს, ევროპული გზა მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ განაცხადა.

ევროპული გზის გარეშე ყველაფრის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ეს არის მთავარი საკითხი და ყველანი აქედან უნდა ამოვდიოდეთ“, - თქვა მან.

რა როლი აქვს საქართველოს ევროპული კურსის გაგრძელებაში საზოგადოების თითოეულ წევრს, რადგან მოქალაქეების ნაწილს ცვლილებების იმედი აღარ აქვს“ - ვკითხეთ ბაკურ სულაკაურს.

ძნელი სათქმელია... მაგრამ ის, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანია, იქნება ეს პროტესტი თუ ცხოვრება, ეს ხომ თავისთავად ცხადია და განსაკუთრებით ასეთ სიტუაციებში თითოეული ადამიანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელმა.

"წერტილთან" ინტერვიუში ბაკურ სულაკაურმა ვრცლად ისაუბრა "მწვანე სკოლის" სიახლეებსა და გეგმებზე. ასევე, კერძო სკოლების გამოწვევებსა და საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები