მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული მარშის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ 4 ლოკაციიდან მიემართებიან

აქცია

თბილისში, რესპუბლიკის, მარჯანიშვილის მოედნიდან და მეტრო „300 არაგველიდან“ მოქალაქეები მარშით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც გაერთიანდებიან და მმართველი ძალის მიერ ინიციირებულ „რუსულ კანონს“ კიდევ ერთხელ ერთად გააპროტესტებენ.

მოქალაქეთა ნაწილი დაანონსებული ლოკაციების გარდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ შეიკრიბა და იქიდან დაიწყო მსვლელობას.

ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილი უკვე მივიდა. „არა რუსულ კანონს“, „წინ ევროპისკენ“, „ჩვენ ვართ საქართველო“ - ამ ლოზუნგებით მიემართებიან პროტესტის მონაწილეები მარშის საბოლოო ადგილამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები