მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განმარტონ თავიანთი ზრახვები არსებული კურსის შეცვლით

ევროკავშირი

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ თავიანთი განზრახვები არსებული კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს გუშინდელი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დოკუმენტში.

ერთობლივ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. კონკრეტულად კი „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო, რომელიც ევროკავშირის ლიდერების თქმით, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას

“ევროპული საბჭო მოუწოდებს, შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმები. საბჭო ხაზს უსვამს, რომ იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ბლოკის წევრი გახდეს.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს მნიშვნელოვან გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო დაკვირვებას პარტნიორების მხრიდან. ის გააგრძელებს ვითარებს ყურადღებით მონიტორინგს.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი იმეორებს ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე”, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები