მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული საბჭოს სამიტი 2024 წლის 1-ელ თებერვალს გაიმართება

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს სამიტი 2024 წლის 1-ელ თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი თქმით, სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის ბიუჯეტის შუალედური გადასინჯვის, მათ შორის უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ.

ევროკავშირის ლიდერები გასულ კვირას შეთანხმდნენ უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე, მაგრამ უნგრეთის წინააღმდეგობის გამო მათ ვერ შეთანხმდნენ კიევისთვის 50 მილიარდი ევროს (54,6 მილიარდი დოლარი) ფინანსური დახმარების პაკეტზე.

„ხუთშაბათს და პარასკევს მივხვდით, რომ უნგრეთთან ცოტა მეტი დროა საჭირო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება ერთსულოვნად მივიღოთ, რაც საჭიროა MFF-ის მიმოხილვის შესახებ შეთანხმებისთვის“, - თქვა მიშელმა.

მიშელმა რამდენიმე დღის წინაც თქვა, რომ ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ შეიკრიბებოდნენ და შეეცდებოდნენ, ერთსულოვან შეთანხმებას მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფა დაბლოკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები