მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპული სკოლის“ მოსწავლეების პერსონალური პროექტების პრეზენტაციები ვირტუალურად გაიმართა

5ed4e111f326c
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.20 15:24
881
29 მაისს ევროპული სკოლის IB MYP პროგრამის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები პერსონალური პროექტის გამოფენის ფარგლებში.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტები სხვადასხვა თემას ეხებოდა: საგანმანათლებლო რესურსები, კომპიუტერული თამაშები და პროგრამები, ნეირობიოლოგიური პროექტები, სტარტაპები, ონლაინმაღაზიები, მოგზაურობის სახელმძღვანელო, ტურები, ფოტოალბომები და მრავალი სხვა.

MYP-ის 34 მოსწავლემ Google Hangout Meets გამოყენებით ვირტუალურად წარადგინა თავისი პროექტი თანასკოლელების, მშობლების, მასწავლებლების და ასევე სხვა საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. საერთო ჯამში, პერსონალური პროექტების გამოფენას 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

პერსონალური პროექტი არის ერთწლიანი პროექტი, რომლის დროსაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გამოავლინონ IB MYP-ის საფეხურზე შეძენილი უნარები და ცოდნა. საპროექტო თემები შეიძლება იყოს შემოქმედებითი ან კვლევაზე დაფუძნებული, რომლითაც მოსწავლე თავის პირად ინტერესსა და მისწრაფებას გამოხატავს. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებიან, რადგანაც იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას თეორიული ცოდნის პრაქტიკულად რეალიზების პროცესში, რაც მათ საბოლოოდ აყალიბებს, როგორც IB-ის შემმეცნებლებს.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები