მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულმა სასამართლომ ნიკიტა მაზეპინისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი გააუქმა

ნიკიტა მაზეპინი
BM.GE
31.07.23 18:52
41

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ რუსი მილიარდერის, დმიტრი მაზეპინის შვილისა და Formula 1-ის ყოფილი პილოტის, ნიკიტა მაზეპინისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი მეორედ გააუქმა, - ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC წერს. ნიკიტა მაზეპინის იურისტის თქმით, მის კლიენტს კვლავაც შეუძლია ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა, როგორც F1-ის გუნდებთან და სპონსორებთან მოსალაპარაკებლად, ასევე სარბოლო საქმიანობის განსახორციელებლად. 

რუსული TASS-ის ინფორმაციით, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლოს მოსამართლემ ნიკიტა მაზეპინს ახალგაზრდა სპორტსმენი უწოდა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინაში მიმდინარე ომთან, რადგან ის არ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. 

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა მაზეპინის სპორტული კარიერა, სულ მცირე დროებით, მას შემდეგ დასრულდა, რაც Haas-მა ის გუნდიდან დაითხოვა და მამამისთან, დმიტრი მაზეპინთან და მის კომპანიასთან სასპონსორო გარიგება შეწყვიტა. მოგვიანებით, ორთავე მაზეპინს ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციებში დაუწესა. 2023 წლის მარტში, ევროკავშირის საბჭომ უმცროსი მაზეპინისთვის დაწესებული სანქციები 2023 წლის სექტემბრამდე გააგრძელა, მაგრამ მოგვიანებით მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ მას F1-სა და სხვა ტურნირებში გამოსვლის საშუალება მისცა. 

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნიკიტა მაზეპინმა Formula 1-ში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და ამ დროს, ქულა არასდროს მიუღია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები