მილიარდერ მიხაილ ფრიდმანს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ მიიღო, სადაც ოლიგარქმა სანქციები დაწესებიდან მალევე გაასაჩივრა.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ის მიზნები, რომლებსაც სანქციების დაწესება ისახავდა მიზნად, მიხაილ ფრიდმანთან მიმართებით დაუსაბუთებელი იყო. ფრიდმანის მსგავსად სანქციები მოეხსნა მის ბიზნესპარტნიორს და Alfa Bank-ის თანადამფუძნებელს პეტრ ავენს.
ევროკავშირის სანქციების გაუქმების მიუხედავად, მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ კვლავ ძალაშია დიდი ბრიტანეთის სანქციებიც, რომლებიც ოლიგარქს ასევე გასაჩივრებული აქვს.
მილიარდერის ქართულ თანასაკუთრებად ამ დრომდე ნარჩუნდება ბორჯომი ჰოლდინგის მინორიტარული წილი, რაც კომპანიის 49,99%-იან წილს შეადგენს. კომპანია "ბორჯომის" გარდა, რუსული და უკრაინული მტკნარი და მინერალური წყლების ჩამომსხმელ ქარხსნებსაც ფლობს.
Bloomberg-ის შეფასებით, მიხაილ ფრიდმანი მსოფლიოს 154-ე უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება $13.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.