Persil-ის, Rexona-სა და Dove-ის მფლობელმა გავლენიანმა ევროპულმა კონგლომერატმა Unilever-მა ცნობილი ამერიკული ბრენდი Dr.Squatch-ი $1.5 მილიონად შეიძინა.
ამ გადაწყვეტილებით კომპანიას სურს კაცის თავის მოვლის ინდუსტრიაში პოზიციები გაიმყაროს და მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პროდუქტები შესთავაზოს.
როგორც ცნობილია, Dr.Squatch-ი ბუნებრივ და ეკომეგობრულ საპნებს, შამპუნებსა და დეოდორანტებს აწარმოებს.
სავარაუდოდ, შეძენის პროცესი 2025 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. კონგლომერატის წარმომადგენლების განცხადებით, მათი პრიორიტეტი Dr.Squatch-ის გლობალურ ბაზარზე გაყვანა და მისი საერთაშორისო ცნობიერების გაზრდა იქნება.




























