მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იყიდის ბრიტანული Unilever-ის აქტივებს, რომელსაც რუსეთიდან გასვლა სურს?

ალექსეი საგალი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთის ბაზარი დატოვა, მაგრამ ბევრმა - დარჩენა გადაწყვიტა. იმ კომპანიებს შორის, რომელთაც რუსეთის 150-მილიონიანი ბაზრიდან გასვლა იუარეს, ისეთებიც არიან, რომელთაც გასვლა კი გადაწყვიტეს, მაგრამ ადგილობრივი აქტივები სასურველ ფასად ვერ გაასხვისეს და შესაბამისად, ქვეყანაში დარჩენა მოუწიათ. აი, სწორედ ასეთი კომპანიების ჩამონათვალში ხვდება FMCG-სექტორის გლობალური ლიდერი, ბრიტანული Unilever-ი, რომელმაც, როგორც ჩანს, ბიზნესის სარფიანად მყიდველი იპოვა.

Unilever-ის რუსულ ბიზნესს, სავარაუდოდ, რუსი მილიარდერის, ალექსეი საგალის “არნესტი” შეიძენს, რომელიც რუსეთში პარფიუმერიული და საყოფაცხოვრებო პროდუქციით არის დაკავებული. თავად საგალი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდური ლუდსახარშის, Heineken-ის რუსული ბიზნესი სიმბოლურ ფასად, ერთ ევროდ შეიძინა. მილიარდერის სავარაუდო ახალი ბიზნესი, ყველა ფასდაკლების გათვალისწინებით, დაახლოებით $500 მილიონად არის შეფასებული, ხოლო იმ უცხოური კომპანიების ჯამური ღირებულება, რომელთა აქტივები საგალმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიძინა, დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს უდრის.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად Unilever-ის რუსულ ბიზნესზე: 2024 წელს, რუსეთში არსებული უდიდესი უცხოური კომპანიების ჩამონათვალში, ამ კომპანიამ 39-ე ადგილი დაიკავა. გასულ წელს, “Unilever რუსეთმა” $688 მილიონის შემოსავალი მიიღო და $54 მილიონის წმინდა მოგება დააგენერირა. რუსეთში დასავლური ბრენდების პროდუქციის შეტანა და დამატებითი ინვესტიციების მობილიზება ბრიტანულმა Unilever-მა ჯერ კიდევ 2022 წელს შეწყვიტა, მაგრამ რუსეთში წარმოებული პროდუქციით ვაჭრობა არ შეუწყვეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები