მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას Covid19- ის გამოწვევის დაძლევის გეგმას წარვუდგენთ - მარიამ ქვრივიშვილი

60110478bcd90
BM.GE
27.01.21 10:09
856

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე Covid19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხსენებით გამოვიდნენ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო გააკეთებს შესაბამის განცხადებას, რის ფარგლებშიც წარვადგენთ გეგმას ქვეყანაში Covid19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ვაქცინაციის სტრატეგიის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ძალიან სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევა და აღადგინოს ეკონომიკა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ქართული დელეგაცია ასევე, ყურადღებას გაამახვილებს იმ მთავარ ასპექტებზე, რომელიც აქვს ეროვნული ვაქცინაციის გეგმას. ისაუბრებს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებზე და იმ პერიოდზე, რომელზეც გათვლილია ეს ვაქცინაციის გეგმა.


„გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო საზოგადოებას ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგინოთ ის პოზიტიური შედეგები და მართლაც მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები, რომელიც საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით გააჩნია“, - განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენერლმა ირაკლი ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები