მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა

649ee317c3f33
გიორგი თოლორდავა
30.06.23 18:51
486
ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.5% შეადგინა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 5.4%-მდე შემცირდა.

ივნისში წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთწლიან ჭრილში თითქმის 75%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები