მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია 5.3%-მდე შემცირდა

ევროზონა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 5.3% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 5.5%-ს შეადგენს.

წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთწლიან ჭრილში თითქმის 85%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები