ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე და 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებულ მინიმალურ დონეს წარმოადგენს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 4.5%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 5.3%-ისა.
წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, რომლის ფასიც ერთწლიან ჭრილში თითქმის 80%-ითაა შემცირებული.