მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.9%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 3.1%-ისა. თავად ეს შედეგი კი 2021 შემდეგ დაფიქსირებული მინიმუმია.

ინფლაციის ტემპის შენელება პირდაპირ კავშირშია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა, ეს კი ევროპისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები