მიმდინარე წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირის მშპ-ის მატების მაჩვენებელმა 0.3% შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს და იმაზე მიანიშნებს, რომ ევროზონა სტაგნაციის ზღვარზეა.
არასახარბიელო შედეგები აქვთ გერმანიასა და იტალიას, სადაც ზრდა 0% იყო, ანუ ფაქტობრივი სტაგნაცია.
ექსპერტების შეფასებით, ევროზონის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება მკაცრი მონეტარული პოლიტიკით, რეგულაციებით და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის ზრდით არის განპირობებული.




























