მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონის ეკონომიკა სტაგნაციაშია

ევროზონა

გასული წლის IV კვარტალში ევროზონის ეკონომიკა სტაგნაციაში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა რეალურად არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზემოხსენებულ სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან მათ ეკონომიკის შემცირების და ევროკავშირის მასშტაბით რეცესიის დაწყების მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა.

ევროსტატის ინფორმაციით, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება გერმანიის ეკონომიკის შეფერხებითაა განპირობებული, რომელიც წინა კვარტალში 0.3%-ით შემცირდა. ასევე, არასახარბიელო შედეგები ჰქონდათ საფრანგეთსა და იტალიასაც.

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, გაძვირებული ენერგორესურსებით და გეოპოლიტიკური რისკების ზრდითაა განპირობებული.