ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი ისევ 4.5%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა, რაც მოსალოდნელი სცენარი იყო.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული, კერძოდ, წინა თვეს ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონე 2.4%-მდე შემცირდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 4.2%-ისა.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის შეფასებით, ევროზონის ინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და 2025 წელს, სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკა აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც უცვლელად დატოვა.